Dräger Prestor 5000

Dräger Prestor 5000
- სრული სახის სასუნთქი ნიღბების მთლიანობისა და უსაფრთხოების შემმოწმებელი მაღალეფექტური მოწყობილობა
- ავტომატური ტესტირების პროგრამა უზრუნველყოფს სწრაფ და მოსახერხებელ ტესტირებას
ძირითადი მახასიათებლები
Dräger-ის Prestor 5000 მაღალეფექტური მოწყობილობაა, რომელიც სრული სახის სასუნთქი ნიღბების მთლიანობასა და, შესაბამისად, უსაფრთხოებას ამოწმებს. ავტომატური ტესტირების პროგრამა ამცირებს თითოეული ნიღბის შემოწმებისთვის საჭირო დროს, რაც დიდი რაოდენობის ნიღბების ტესტირებასაც სწრაფს და მოსახერხებელს ხდის.
ნიღბის ავტომატური პოზიციონირება
პნევმატური დამაგრებისა და დაჭიმვის ფუნქცია სრული სახის ნიღაბს ავტომატურად აყენებს ოპტიმალურ მდებარეობაში. ტესტირების პროცედურის დროს მოწმდება რეგულირების ქამრის ფუნქციონირება. ასევე არსებობს სპეციალური სამაგრი Dräger-ის ნიღბების შესამოწმებლად ჩაფხუტის ადაპტერებით.
ბუნებრივი თავის ფორმა
სახის გელი და თავის ბლოკის ქვედა სტრუქტურა შექმნილია ადამიანის კანის მსგავსად. ამით ნიღბის განთავსება და მორგება რაც შეიძლება რეალისტურია. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია თავად შეცვალოს სახის გელი.
ყოველმხრივ რეალისტური
ინტეგრირებული ატომიზატორი ტესტირებისას უზრუნველყოფს რეალისტური რაოდენობით ტენიანობის მოხვედრას გამოსუნთქვის სარქველში. ეს ტესტირების პროცედურას უჭერს მხარს და იმ ეფექტს ასახავს, რომელსაც ამოსუნთქული ჰაერი რეალურ გამოყენებაში ახდენს.
მართვა პერსონალური კომპიუტერით
Prestor 5000-ის მართვა და ყველა ტესტირების პროცედურის გრაფიკული ჩვენება ხორციელდება PC1-ის გამოყენებით. მოწყობილობა უბრალოდ უერთდება USB კაბელით. ტესტის ოქმები ავტომატურად გენერირდება ზუსტი დოკუმენტაციის უზრუნველსაყოფად. მთელი პროცედურები ასევე სურვილისამებრ შესაძლებელია შესრულდეს პედალური გადამრთველით.2
1 PC შეფუთვაში არ შედის
2 პედალური გადამრთველი შეფუთვაში არ შედის
მუშაობისთვის საჭირო და შეფუთვაში შემავალი აქსესუარები
პერსონალური კომპიუტერი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ აპარატურულ და ოპერაციულ სისტემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს:
- პროცესორი 1.6 GHz ან უფრო მაღალი
- ოპერატიული მეხსიერება 2 GB ან მეტი
- მყარ დისკზე თავისუფალი სივრცე: მინ. 500 MB
- მონიტორის გარჩევადობა არანაკლებ 1,024 x 768 პიქსელისა
- Windows® 7, 8 და 10
- USB პორტი
Windows® არის Microsoft Corporation-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
ფაილები
- ყველა დოკუმენტი4
- პროდუქტის ინფორმაციის ფურცლები2
- გამოყენების ინსტრუქცია (IFU)1
- სხვა1




