Dräger Air Guard 6500/6700

Dräger Air Guard 6500/6700
- ამოწმებს სასუნთქი ჰაერის სისუფთავეს ცილინდრების ავსების დროს
- მუდმივად ამოწმებს ტენიანობასა და ზეთის შემცველობას
- აკონტროლებს ოთხამდე გაზის კონცენტრაციას
ძირითადი მახასიათებლები
Dräger Air Guard 6500/6700-ით შესაძლებელია სასუნთქი ჰაერის სისუფთავის კონტროლი შეკუმშული გაზის ცილინდრების ავსების დროს. მოწყობილობა მუდმივად ამოწმებს სასუნთქი ჰაერის ტენიანობასა და ზეთის შემცველობას. გარდა ამისა, შესაძლებელია ოთხამდე გაზის კონცენტრაციის შემოწმება. სასუნთქი ჰაერის კონტროლი ხორციელდება DIN EN 12021:2014 სპეციფიკაციების შესაბამისად.
უსაფრთხოება სტანდარტულად
Dräger Air Guard 6500/6700 აკმაყოფილებს სტანდარტს „სასუნთქი აპარატებისთვის განკუთვნილი შეკუმშული გაზები“ (DIN EN 12021:2014). იგი მუდმივად ამოწმებს ნახშირბადის მონოქსიდის (CO), ნახშირორჟანგის (CO2), ჟანგბადის (O2), ტენიანობისა და ზეთის კონცენტრაციას შეკუმშული ცილინდრების ასავსებად გამოყენებულ სასუნთქ ჰაერში. Air Guard 6700 ასევე იძლევა დამატებითი სენსორის გამოყენების საშუალებას, მაგალითად წყალბადის სულფიდის (H2S) დეტექტორისას. Dräger Air Guard 6500/6700 შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მაღალი წნევის (HP), ისე დაბალი წნევის (LP) სისტემაში.
საიმედო, ზუსტი დეტექცია
გაზების დასადგენად Air Guard 6500/6700 იყენებს Dräger-ის დამტკიცებულ სენსორულ ტექნოლოგიას. CO, O2 და H2S იზომება ელექტროქიმიური სენსორებით, ხოლო CO2 კონტროლდება ინფრაწითელი სენსორით. ისინი უნარიანია დააფიქსიროს დაბალი გაზის კონცენტრაციაც. ზეთის შემცველობა კონტროლდება სპეციალურად შემუშავებული PID სენსორით. დეტექციის ტექნოლოგიას ავსებს ტენიანობის სენსორი.
მკაფიო დისპლეი და ზუსტი დოკუმენტაცია
მიმდინარე გაზომვის მნიშვნელობების წაკითხვა შეგიძლიათ დისპლეიდან ან პროცესის თვალყურის დევნება ვებ-სერვერის მეშვეობით. გარკვეულ პირობებში შეგიძლიათ ავტომატურად მიიღოთ ელექტრონული შეტყობინება გაუმართაობის ან განგაშის შემთხვევაში. ყველა გაზომვა შეინახება Air Guard-ში დროის აღნიშვნით.
საიმედო საკონტროლო ზომები
ყველა კონტროლირებადი ნივთიერებისთვის ზღვრული მნიშვნელობები განსაზღვრულია DIN EN 12021:2014 შესაბამისად. ამ მნიშვნელობების გადაჭარბების შემთხვევაში Air Guard 6500/6700 გაფრთხილებთ და თიშავს კომპრესორს. ასევე შესაძლებელია წინასწარი განგაშის დაყენება. როდესაც კონცენტრაცია ზღვრულ მნიშვნელობას უახლოვდება, ავტომატურად ირთვება წინასწარი განგაში. ეს საშუალებას გაძლევთ ადრეულ ეტაპზე გაააქტიუროთ საკონტროლო ზომები და აღმოფხვრათ შესაძლო პრობლემები.
დაბალი ტექნიკური მომსახურების საჭიროება
გაზის სენსორების შემოწმება საჭიროა მხოლოდ ექვსი თვეში ერთხელ და მათი შეცვლა — მხოლოდ დეფექტის შემთხვევაში. ეს ნიშნავს შედარებით გრძელ ტექნიკური მომსახურების ინტერვალებს. ზეთისა და ტენიანობის სენსორების მომსახურება და შეცვლაც შედარებით სწრაფი და ეკონომიურია.
ინტეგრაცია თქვენს ავსების სისტემაში
Air Guard 6500/6700 წარმატებული დამატებაა სასუნთქი ჰაერის ავსების სისტემისთვის. მისი კომპაქტური, ავტონომიური კონსტრუქციის წყალობით, მისი ინტეგრირება შესაძლებელია არსებულ სისტემებშიც. იგი შეიძლება დაუკავშირდეს კომპრესორებს, რომელთა სამუშაო წნევა აღწევს 420 bar-მდე. ინსტალაციისთვის საჭიროა მეორე წნევის რეგულატორი.




